Wednesday, November 13, 2013




პროექტის სახელი: ნიკოტინი და მისი მავნე ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე
პროექტის აღწერა:  მოზარდმა უნდა გააცნობიეროს, თუ რა რაის ჯანსაღი საზოგადოება და გაიაზროს ,რომ აუცილებლად უნდა იყოს  ჯანმრთელი, როგორც ფიზიკურად , ასევე სულიერად. ამ პრობლემის გადაწყვეტას ხელს უშლის  მავნე ჩვევები, რაც ქვეყანაში მწვავე პრობლემად დგას. მოსწავლეებმა უნდა გააანალიზონ რამდენი უარყოფითი შედეგის მოტანა შეუძლია მოზარდისთვის და ზოგადად ადამიანისთვის, წარმოადგინოს საშიშროება იმისა, თუ რამდენად საზიანოა იგი და მივიყვანოთ დასკვნამდე, რომ დასაწყისშივე უარი თქვას მავნე ჩვევაზე.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები ატარებენ კვლევას სკოლაში ანკეტებით ანონიმურად IX-X-XI XII-კლასის მოსწავლეებში რამდენი ეწევა და რატომ.შედეგებს წარმოადგენენ დიაგრამით.  მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ნიკოტინის   ევროპაში შემოტანის , მისი თვისებების შესახებ, განიხილავენ  მოწევისას  წარმოქმნილი ბოლის ნაკადის თვისებებს , კარბოქსიჰემოგლობინის წარმოქმნას , ორსულობის პერიოდში ნიკოტინის გამოყენების უარყოფით შედეგებს, განიხილავენ სიგარეტის ღერში შემავალ მავნე  ნივთიერებებს  და წარმოადგენენ  პრეზენტაციას  pawerpoint-ით . მოსწავლეები ატარებენ ექსპერიმენტს .  რითაც ნათელი ხდება რა ზიანი მოაქვს სიგარეტს.  დისკუსიით ახდენენ პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული გზების გამონახვას და ადგენენ სიგარეტის მოწევით გამოწვეულ მოკლევადიან და გრძელვადიან უარყოფით შედეგებს
მონაწილეთა ასაკი:  14-18 წელი.
ვადები/ ხანგრძლივობა:  2 კვირა
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:  შესაბამისი ინფორმაციის მოძიება, ვებგვერდის გაკეთება ( განთავსება), ტესტების შედგენა, ინტერვიუს გაკეთება, ანკეტების შედგენა ,  ფოტოების გადაღება,  ფოტო და ვიდეომასალის შეგროვება, ბუკლეტების გაკეთება
მოსალოდნელი შედეგები: გაიზრდება მოსწავლეთა ინფორმირებულობის დონე ნიკოტინის შედგენილობის და მისი უარყოფითი  ზეგავლენაზე ადამიანის ორგანიზმზე
 სარგებელი სხვებისათვის: პრევენციული ღონისძიება ეფექტურია ბავშვობის ასაკიდანვე, სწორედ მაშინ როცა მავნე ჩვევისადმი მიდრეკილება აქტიურია. ამით გავუღვივებთ სურვილს უარი თქვან მავნე ჩვევაზე და იცხოვრონ სწორად.

სამუშაო ენა:  ქართული
კავშირი საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან ეროვნულ სასწავლო გეგმასთან:  ბიოლოგიასთან: იკვლევენ თამბაქოს მოწევით გამოწვეულ უარყოფით შედეგს  ორგანიზმზე .
ისტ-თან  გაიუმჯობესებენ ცოდნას  საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებაში ( ინტერნეტში მასალების მოძიებით, დამუშავებით, პრეზენტაციის მომზადებით, ფოტოების ატვირთვით და სხვა ).
 მოსწავლეები სხვა სკოლიდან:  ტყვიავის  საჯარო სკოლის  „ჯანსაღი ცხოვრების“ კლუბის წევრები
 პროექტის ფასილიტატორის სახელი:  თამარ მაისურაძე  ხიდისთვის საჯარო სკოლის და  ღირსი გიორგი მთაწმინდელის გორის სასულიერო გიმნაზიის  ქიმიის მასწავლებელი.
ფასილიტატორის ელფოსტა:  tamar.maisuradze11@gmail.com